მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დაიწყო თუ არა ეპიდემიის მე-5 ტალღა – ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდა

დაიწყო თუ არა ეპიდემიის მე-5 ტალღა – ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდა

ინფექციონისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ბოლო დღეებში გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებელი ეპიდემიის მე-5 ტალღის დაწყებაზე მიანიშნებდეს.

დღევანდელმა დღემ ძალიან შეგვაშფოთა, იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანი ინფიცირებულთა კლება იქნებოდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ  ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა.

„ხვალინდელი მონაცემები უფრო მოგვცემს იმედს და ზუსტ ინფორმაციას, რა სიტუაციაა. მეხუთე ტალღა დაიწყო, თუ ეს იმ ტალღის გაგრძელებაა – ჯერჯერობით ეს პასუხგაუცემელი კითხვაა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

შეფახსენებთ: ვბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 515 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 60 პაციენტი. ბოლო სამი დღეა, ლეტალობის მაჩვენებელი მზარდია.

 

იხილეთ ასევე

თბილისში ბაღების ნახევარზე მეტი დახურულია, ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. ინფორმაციას …