მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დახურული ბაღებისა და ონლაინ-რეჟიმზე გადასული სკოლების რაოდენობა იზრდება

დახურული ბაღებისა და ონლაინ-რეჟიმზე გადასული სკოლების რაოდენობა იზრდება

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, რასაც სტატისტიკა ადასტურებს.

თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ამ ეტაპზე, ვირუსის გამოვლენის გამო 48 ბაღია დახურული. რაც შეეხება სკოლებს,  10-დან 16 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს (წინა შედეგით ეს იყო 0,2%) და მოსწავლეთა 0,1 %-ს დაუდასტურდა (წინა მონაცემით იყო 0,04). შესაბამისად, მოსწავლეებს შორის და დადასტურების მაჩვენებელი 2,5-ჯერაა გაზრდილი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 73 სკოლა (წინა კვირის მაჩვენებლით იყო 43 სკოლა) და 187 ცალკეული კლასი. (ერთი კვირის წინ სრულ დისტანციურ სწავლებაზე იყო 174 კლასი).

ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 133 პედაგოგი იმყოფება.

არსებული რეგულაციით, სკოლებში ინფიცირების გამოვლენის შემთხვევებში წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით მოქმედებენ.

„მიმდინარე სტატისტიკიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საზოგადოების მხრიდან  კიდევ უფრო მეტად არის საჭირო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტრო კვლავ მოუწოდებს საზოგადოებას ხელი შეუწყონ ბავშვებს და ზედმიწევნით დაიცვან დაწესებული ნორმები, რათა მოსწავლეებმა სემესტრი სკოლის შენობაში დაასრულონ,“ – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …