მთავარი » ჯანდაცვა » დავით სერგეენკო: ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა პრობლემების მიჩქმალვა
ხაზი მინდა გავუსვა - ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად ვიყოთ და არაფერი ვაკეთოთ იგივე, მაგალითად, ეკოლოგიის მიმართულებით", - განაცხადა დავით სერგეენკომ

დავით სერგეენკო: ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა პრობლემების მიჩქმალვა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა.

„ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა პრობლემების მიჩქმალვა, პირიქით – რეალური ამოცნობები ძალიან მნიშვნელოვანია. 2015 წელს ჩვენ შევცვალეთ სიმსივნური დაავადებების რეგისტრაციის სისტემა და დავნერგეთ თანამედროვე – ე.წ. „კიბოს რეგისტრი”. თუ იქამდე წელიწადში აღირიცხებოდა 7 000-მდე შემთხვევა, ჩვენ ყოველ წელს მოგვდიოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეტყობინება, რომ მონაცემები ბევრი კომპონენტის მიხედვით, არარეალური იყო და სინამდვილეში წელიწადში 12 000-ს უტოლდებოდა. კიბოს რეგისტრის დანერგვამ იმ წელსვე აჩვენა თითქმის 11 000 შემთხვევა, ანუ ჩვენი ამოცნობის და რეგისტრაციის სისტემა დაზუსტდა და მიუახლოვდა რეალურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო არა 7 000 არამედ, სამწუხაროდ, 12 000 შემთხვევა, რომელთა რეგისტრაცია არ ხდებოდა.

სიკვდილის დაუზუსტებელი მიზეზების ნაწილი იყო ძალიან დიდი, რაც მნიშვნელოვნად შემცირდა. აი, ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, რომ რეალურად გაიზარდა კიბოს შემთხვევები. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა – ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად ვიყოთ და არაფერი ვაკეთოთ იგივე, მაგალითად, ეკოლოგიის მიმართულებით”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

გართულებული ეპიდვითარების გამო, თბილისსა და ქუთაისში დამატებითი კოვიდსასტუმროები ამოქმედდა

საქართველოში კოვიდსასტუმროების რაოდენობა ორით გაიზარდა. თითო-თითო ასეთი დაწესებულება დამატებით თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდა. მიზეზი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური …