მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დავით სერგეენკო – ჯანდაცვა პრივილეგიიდან თითოეული ადამიანის უფლებად გადაიქცა
ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება მთავრობის მიერ აღიარებული იქნა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად და პრივილეგიიდან გადაიქცა თითოეული ადამიანის უფლებად.

დავით სერგეენკო – ჯანდაცვა პრივილეგიიდან თითოეული ადამიანის უფლებად გადაიქცა

შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით რამდენიმე საკითხად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მთავარი ცვლილებები, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს პრემიერის მიერ მთავრობის სამწლიანი ანგარიშის შეფასებისას, კერძოდ, ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას განუცხადა.

“პირველი არის ის, რომ ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება მთავრობის მიერ აღიარებული იქნა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, რაც გამოიხატა შესაბამის საბიუჯეტო ცვლილებებში.

მეორე – ჯანდაცვა პრივილეგიიდან გადაიქცა თითოეული ადამიანის უფლებად.

მესამე არის ის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, როგორიც არის ინფექციური სნეულებები, კერძოდ ც ჰეპატიტი, ჩამოშორდა მიუწვდომელ მიზანს და გახდა აბსოლუტურად რეალურად შესრულებადი ამოცანა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალური დახმარება, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა, როგორც პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტი, მთლიანად დაიცალა პოლიტიკური შემადგენლისგან.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …