მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკო ლუგარის ლაბორატორიაზე ატეხილ სკანდალს არასერიოზულად აღიქვამს
ლუგარის ფუნქცია ის არის, რომ სწრაფი დეტექცია მოახდინოს გამომწვევის და შესაბამისი რეაგირების საშუალება მოგვცეს. ეს არის ჩემი პასუხი - დავით სერგეენკო.

დავით სერგეენკო ლუგარის ლაბორატორიაზე ატეხილ სკანდალს არასერიოზულად აღიქვამს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შეუძლებელია “ღორის გრიპის” ვირუსის გავრცელებაში ბაქტეროლოგიური ლაბორატორია იყოს დამნაშავე, რადგან მსგავსი ვირუსები ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა. 

როგორც სერგეენკომ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებს განუცხადა, თუ დავუშვებთ, რომ ეს ასეა, მაშინ ისიც უნდა დავუშათ, რომ შუა საუკუნეებშიც არსებობდა “ლუგარის” მსგავსი ლაბორატორიები, რომლებიც ასეთ ვირუსებს შტამპავდნენ.

“თუ მოკლე ისტორიას შევხედავთ, ასეთი გრიპის გავრცელებული დაავადებები და ეპიდემია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოდის. პირველი მგონი მე-10 საუკუნეშია აღწერილი. გრიპის ყველაზე გამოკვეთილი ეპიდემიის მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1918-1920 წლებში მოხდა. იმის მაგვარი, რაც ახლა გვაქვს. მთელ მსოფლიოში მაშინ 100 მილიონი ადამიანი დაიღუპა მაშინ. ეს, რაც ახლა გვაქვს შეხება, არის ალბათ ისეთივე ძველი, როგორც კაცობრიობა.

ვირუსის პირველი იდენტიფიკაცია 1908 წელს მოხდა. ის ფაქტი, რომ ვიღაც მჯდარიყო “ლუგარის” მაგვარ ლაბორატორიაში და დაეშტამპა ეს ვირუსი, წარმოუდგენელია, ისევე როგორც ის, რომ “ლუგარში” ამას ავრცელებენ. “ლუგარის” ფუნქცია ის არის, რომ სწრაფი დეტექცია მოახდინოს გამომწვევის და შესაბამისი რეაგირების საშუალება მოგვცეს. ეს არის ჩემი პასუხი. მაშინ შუა საუკუნეებშიც “ლუგარები” უნდა ყოფილიყო ევროპაში და მათ ეშტამპათ ვირუსები. ასე ხდება, ეს არის ვირუსის ბუნება”, –  აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სომხური მედია ათი თანამემამულის სიკვდილში, რომლებიც H1N1 ვირუსით გარდაიცვალნენ, სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრს ადანაშაულებდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, სომხურ მედიაში მოხსენიებული ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, ანუ როგორც მას სრულად ჰქვია – სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კვლევითი ცენტრი – ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიაა, რომელსაც უცხოური კომისიები მუდმივად ამოწმებენ და აკონტროლებენ.

შესაბამისად, იმის თქმა, რომ ლაბორატორიაში თითქოსდა რაღაც ექსპერიმენტები მიმდინარეობს, სისულელეა. ეს ეხება იმ ჭორებსაც, რომელთა თანახმად, კვლევით ცენტრიდან ვითომდა სახიფათო ბაცილები და შტამები ვრცელდება, რომლებიც ადამიანთა დაღუპვას იწვევს.

იხილეთ ასევე

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ევექსი კლინიკების ქსელში 0%-იან განვადებას სთავაზობს

დღეიდან, ევექსის კლინიკებში საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით სარგებლობა მომხმარებელს დამატებითი საკომისიოს გარეშე შეუძლია.  პროდუქტით სარგებლობისას …