მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დავით სერგეენკო: მთავარი პრიორიტეტია პირველადი ჯანდაცვა
ინტერესი და აქცენტი იმაზე, რომ განვითარდეს ტექნოლოგიები, რჩება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტია პირველადი ჯანდაცვა - დავით სერგეენკო.

დავით სერგეენკო: მთავარი პრიორიტეტია პირველადი ჯანდაცვა

მთავარი პრიორიტეტია პირველადი ჯანდაცვა, ვინაიდან ადრეულ ეტაპზე დაავადების აღმოჩენა და სწორი მკურნალობა იცავს მას შემდეგი გართულებისგან,

– ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” განაცხადა, სადაც გლობალური კონფერენცია – “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო” იმართება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ფინანსების არსებობა არის აუცილებელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკმარის პირობას და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ უნდა აირჩიოს სწორი პრიორიტეტები.

“გამოწვევა, რა თქმა უნდა, უამრავია. ფინანსების არსებობა არის აუცილებელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკმარის პირობას და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ უნდა აირჩიოს სწორი პრიორიტეტები.

რა არის ჩვენს შემთხვევაში ეს სწორი პრიორიტეტები? რა თქმა უნდა, ინტერესი და აქცენტი იმაზე, რომ განვითარდეს ტექნოლოგიები, რჩება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტია პირველადი ჯანდაცვა, ვინაიდან ადრეულ ეტაპზე დაავადების აღმოჩენა და სწორი მკურნალობა იცავს მას შემდეგი გართულებისგან და მეორე – ქრონიკული დაავადების მატარებელი პაციენტებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ჩვენ ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში შევძლებთ, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი შვება მივანიჭოთ ჩვენს მოსახლეობას “, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

kvira.ge

 

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …