მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან ამოქმედდება და 05:00 საათამდე იმოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილება დღეიდან შევა ძალაში.

ამასთან, ამავე კვირიდან, შაბათ-კვირას კვების დაწესებულებები მომხმარებელთა მიღებას ღია სივრცეში შეძლებენ.

დადებითი ეპიდვითარების  შემთხვევაში,  1 ივნისიდან რეგულაციების კიდევ უფრო შერბილება იგეგმება.

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …