მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დღეიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა

დღეიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა

დღეიდან, 20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის. გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ტრანსპორტსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.

„კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

კოვიდ-ინფიცირების კვირის მაჩვენებელი გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ერთი კვირის კოვიდსტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 13.06.2022-19.06.2022 პერიოდში დადასტურდა 616 ახალი …