მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დღეს 12 საათზე, “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

დღეს 12 საათზე, “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

დღეს, 20 მაისს, 12:00 საათიდან, იწყება რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
სამედიცინო დაწესებულების არჩევა სურვილისამებრაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ დარეგისტრირება შესაძლებელა როგორც იმავე დაწესებულებაში, სადაც ბენეფიციარმა აცრა გაიკეთა, ასევე ნებისმიერ სხვა კლინიკაში.
აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა მიმდინარეობს ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge ან სატელეფონო ნომერზე 1522.
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე:

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …