მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დღეს “ფაიზერის” ვაქცინით აცრებზე რეგისტრაცია განახლდება

დღეს “ფაიზერის” ვაქცინით აცრებზე რეგისტრაცია განახლდება

დღეს 18:00 საათიდან PFIZER-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მაღალი მოთხოვნის გამო ამ კომპანიის პრეპარატით აცრაზე ყველა ადგილი რეგისტრაციი დაწყებიდან მალევე შეივსო.
სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების PFIZER-ით ვაქცინაცია 15 აპრილიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:
– თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.
– ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
– ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე  კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე
მუშაობს.

 

 

იხილეთ ასევე

ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვარს სისხლის შედედებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ემატება

კითხვარში, რომელსაც აცრაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შეტანილი იქნება რამდენიმე კითხვა, რომლებიც სისხლის შედედების პრობლემებს …