მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დიმა ჯაიანი: პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაგვიანებულიცაა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო

დიმა ჯაიანი: პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაგვიანებულიცაა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. რეფორმა გულისხმობს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევას და განვითარებას, რაც, თავის მხრივ, დაავადებათა პრევენციას შეუწყობს ხელს.

წინასწარი გათვლებით, სწორედ პრევენციული მედიცინა შეამცირებს იმ პაციენტთა რაოდენობას, რომელთაც ოპერაციული, ან სხვა სახის ჩარევა დასჭირდებათ.

აღნიშნული რეფორმა ყველა მოქალაქეს შეეხება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება. საკითხთან დაკავშირებით, მსახიობ დიმა ჯაიანს დავუკავშირდით და მისი აზრით დავინტერესდით.ჯაიანის აზრით ოჯახის ექიმის ინსტიტუტი უნდა შენარჩუნდეს და უფრო უნდა გაძლიერდეს.

„ძალიან კარგი რეფორმაა და დაგვიანებულიცაა, ჩემი აზრით, რაცშეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს მისი განხორციელება, რათა შესაძლებელი გახდეს დაავადებების არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ პრევენცია და დროული ჩარევა დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად.

თითოეულ ოჯახს თავისი ექიმი უნდა ჰყავდეს. მათი როლი მოსახლეობის ცხოვრებაში სხვა მედიკოსებისგან განსხვავებულია. ოჯახის ექიმი შეიძლება აღვიქვათ, როგორც ოჯახის მეგობარი, რომელიც იცნობს შენს პრობლემებს“, – მიიჩნევს დიმა ჯაიანი.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახდა. ასევე, პრიორიტეტული პროგრამებია C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოვეთაო ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის რეფორმის პარალელურად განხორციელდება.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში ჯანდაცვის სამინისტროს მთავრობის კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს დახმარებას, რომელთანაც საქართველოს მთავრობას გრძელვადიანი შეთანხმება აკავშირებს, რაც თავის მხრივ, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.

info9.ge

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …