მთავარი » დაზღვევა » დიმიტრი ხუნდაძე: მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის 99% კორპორატიული დაზღვევით სარგებლობს
იმ პირების 99%, ვინც არის მაღალშემოსავლიანი და არის ქონების გადამხდელი, არის კორპორატიული დაზღვევით მოსარგებლე და საკუთარ ჯანდაცვას აფინანსებენ თავად.

დიმიტრი ხუნდაძე: მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის 99% კორპორატიული დაზღვევით სარგებლობს

“მე გავაკეთე გარკვეული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც იმ პირების 99%, ვინც არის მაღალშემოსავლიანი და არის ქონების გადამხდელი, არის კორპორატიული დაზღვევით მოსარგებლე, ისინი არიან სოლიდარულები და საკუთარ ჯანდაცვას აფინანსებენ თავად“,

– ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის კუთხით დანახარჯებზე საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ხუნდაძე განმარტავს, რომ კორპორატიული დაზღვევით მოსარგებლე პირების დინამიკა მზარდია.

“როდესაც პროგრამა ასეთი მასშტაბურია, რა თქმა უნდა მას ახასიათებს ხარვეზები, ვთქვათ კორპორატიული დაზღვევით მოსარგებლე პირები საყოველთაოში გადმოდიან მინიმალური პაკეთით, ამასაც თავისი მიზეზი აქვს, – კომპანიები არ გვაძლევდნენ ბაზებს, რომ მომხდარიყო ამ ბაზების შედარება.

ჩვენ მივაღწიეთ საყოველთაობას, ადამიანი უფულობის გამო ქუჩაში არ იღუპება. ახლა კი უნდა მივაღწიოთ ხარისხობრივ გაუმჯობესებას. სოციალურად დაუცველები დღეს ბევრად განსხვავებულ პაკეტს იღებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

businesscontact.ge,

იხილეთ ასევე

ონკოლოგიური დაავადებების რაოდენობა იზრდება, დაფინანსების მოდელი კი უცვლელია

2021 წელს საქართველოში კიბოს 10432 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დიაგნოზით  7388 ადამიანი გარდაიცვალა. ესაა დაავადებათა …