მთავარი » ჯანდაცვა » ჟვანიას სახელობის პედიატრიის კლინიკაში ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი იხსნება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი იხსნება.

ჟვანიას სახელობის პედიატრიის კლინიკაში ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი იხსნება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი იხსნება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, 14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. იგი უკავშირდება ფრედერიკ ბანტინგის სახელს, რომელმაც 1921 წელს ინსულინი აღმოაჩინა. 90 წლის განმავლობაში ინსულინის გამოყენებამ მილიონობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. დიაბეტის დღე ფართოდ აღინიშნება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც.

“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია არსებობს. განსაკუთრებით ემზადება კლინიკა 2015 წელს, რადგან სწორედ ხვალ ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი გაიხსნება, რომლის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა გორდელაძეა. ცენტრში დიაბეტიან ბავშვთა სტაციონარული მომსახურების გარდა, დიაბეტის სკოლა იმუშავებს და სხვა ენდოკრინული პათოლოგიის მქონე ბავშვებსაც უმკურნალებენ”, _ აცხადებენ უნივერსიტეტში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …