მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » დსთ-სთან შედარებით საქართველოში პირველადი ჯანდაცვა ყველაზე ცუდად ფინანსდება – „ევექსის“ ტოპ-მენეჯერის პოზიცია

დსთ-სთან შედარებით საქართველოში პირველადი ჯანდაცვა ყველაზე ცუდად ფინანსდება – „ევექსის“ ტოპ-მენეჯერის პოზიცია

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა განვითარების მომდევნო ეტაპზე გადადის. ამ თემაზე ბოლო შეხვედრა კერძო სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის ერთი თვის წინ გაიმართა. ამის შესახებ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში  „ევექსი კლინიკების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გორდაძემ განაცხადა.

„პირველად ჯანდაცვაში რეფორმების რამდენიმე ტალღა ჩატარდა, შემდეგ პანდემიამ ამ პროცესის შეფერხება გამოიწვია, თუმცა ახლა განვითარების შემდეგ ეტაპზე ვმუშაობთ. ერთი თვის წინ იყო ბოლო შეხვედრა, რომელშიც სექტორი, სახელმწიფო და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მონაწილეობდნენ, რომლის თემაც პირველადი ჯანდაცვის სექტორში რეფორმის შემდეგი ეტაპის ჩაშვება იყო. ვფიქრობ, უკიდურესად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიმართულებით სწრაფად მოძრაობა, ვინაიდან, საქართველო დსთ-ის ქვეყნებს რომ შევადარებთ, სამწუხაროდ, სახელმწიფო დაფინანსების პირველად ჯანდაცვაზე წილობრივად გადანაწილების კუთხით ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. არადა, მცირე ფინანსური რესურსის შემთხვევაში, გამორიცხულია, რომ განვითარებული და ხარისხზე ორიენტირებული პჯდ გვქონდეს, თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება გაზარდო დაფინანსება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად მიიღო ხარისხის გაუმჯობესება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს ავსებდეს. ერთი მხრივ, უნდა გაიზარდოს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება, მეორე მხრივ კი სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ინდიკატორები დააწესოს, რითაც მისაღებ ხარისხს განსაზღვრავს. ასეთი სისტემაა P4P, (Pay for Performance), ანუ შედეგებიდან გამომდინარე დაფინანსება. ეს გაზრდის მოტივაციას პროვაიდერების მხრიდან, რომ იზრუნონ ხარისხის გაზრდაზე. თუ პირველად ჯანდაცვაში სწორად მოხდა თანხების ალოცირება, პროვაიდერებმა ეფექტიანად მართეს რესურსი და ხარისხიანი მიწოდება უზრუნველყვეს, მთლიანად ჯანდაცვაში სახელმწიფო ხარჯები შემცირდება, ვინაიდან დაავადებების მკურნალობა და პრობლემის აღმოფხვრა პირველივე ეტაპზე მოხდება,“- განაცხადა გიორგი გორდაძემ.

იხილეთ ასევე

საქართველოში ჯანდაცვაზე „ჯიბიდან“ გაწეული ხარჯები 43%-ს აღემატება

საქართველოში სამედიცინო სერვისებში ჯიბიდან გადახდების წილი აღემატება ჯანმოს მიერ დადგენილ 30%-იან დონეს, რაც ავადმყოფობასთან დაკავშირებული …