მთავარი » მსოფლიო » ძუძუთი კვება წლის განმავლობაში 820 000-მდე ბავშვს სიკვდილისგან იცავს
ძუძუთი კვება ბუნებრივი ვაქცინის ტოლფასია.ის დიარეისა და სასუნთქი გზების დაავადებებისა და ჩვილთა უცაბედი სიკვდილის პრევენციის საუკეთესო გზას წარმოადგენს.

ძუძუთი კვება წლის განმავლობაში 820 000-მდე ბავშვს სიკვდილისგან იცავს

დედის რძე, რომ ახალშობილებისთვის იდეალურ საკვებს წარმოადგენს, მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება უკვე დიდი ხანია შეთანხმდა.

ცნობილია, რომ ჩვილი ძუძუთი კვების დროის ღებულობს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას ჯანსაღი განვითარებისთვის. იგი უსაფრთხოა და შეიცავს ანტისხეულებს, რომელიც იცავს ბავშვებს მრავალი დაავადებისაგან.

შთამბეჭდავია, რომ ბოლო დროს ჩატარებული ერთერთი კვლევის მიხედვით ძუძუთი კვება წლის განმავლობაში 820 000 ბავშვსა და 20 000-მდე დედას სიკვდილის რისკს არიდებს. საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული ეს დასკვნა 1300-მდე შემთხვევის შესწავლის შედეგად დაიდო.

ძუძუთი კვება ჩვილებისთვის ბუნებრივი ვაქცინის ტოლფასია. კვლევის მიხედვით ის დიარეისა და სასუნთქი გზების დაავადებებისა  და ჩვილთა უცაბედი სიკვდილის პრევენციის საუკეთესო გზას წარმოადგენს. ამასთან, ბავშვები, რომლებიც დედის რძით იკვებებიან მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით გამოირჩევიან. 

ძუძუთი კვება ქალისთვის საკვერცხეებისა და ძუძუს კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. ის ყოველწლიურად 20 000-მდე ქალს ძუძუს კიბოს განვითარებისგან იცავს.

კვლევის მიხედვით ხელოვნური რძის მწარმოებლების მიერ ჩატარებული აგრესიული მარკეტინგული კამპანიები წლიდან წლამდე ძუძუთი კვების რიცხვს ამცირებს. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ წელს 10%-ით იკლებს ექსკლუზიურად დედის რძით მკვებავი ჩვილების რიცხვი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია მხოლოდ ძუძუთი კვება პირველი 6 თვის განმავლობაში და შემდეგ 2 წლის ასაკამდე დამატებითი კვება ძუძუთი კვებასთან ერთად.

საინტერესოა, რომ საკუთარი შვილების ძუძუთი კვებას შოუ-ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლებიც რეკომენდაციას უწევენ და ბავშვის ბუნებრივი გზით გამოკვებას არც ხალხმრავალ ადგილებში ელოდებიან.

untitled-1giselebebe

ფოტოზე სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდხენია. 15 საათიანი ფრენის შემდეგ მას თავის მოწესრიგება და შვილის ძუძუთი გამოკვება არ ავიწყდება.

slide_360004_4026364_free

გუენ სტეფანი ძუძუთი კვებავს თავის ვაჟს აპოლოს. ფოტო შევიცარიაშია გადაღებული. 

article-0-0BD086BE00000578-324_468x626

ესეც მირანდა კერი. ის ამბობს, რომ ძუძუთი კვება ტაბუდადებული თემა არ უნდა იყოს და თამამად პოზირებს კამერების წინ.

edition.cnn.com

იხილეთ ასევე

ზაზა წერეთელი: “XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს”

ომიკრონის ახალი ქვევარიანტით XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს, როგორიც იყო …