მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ძვირადღირებული და არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება – მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ძვირადღირებული და არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება – მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ამით ძვირადღირებული და არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება. ასევე ფარმაცევტულ ბაზარზე გამჭვირვალობის და კონკურენციის გაზრდა, ჰოსპიტალური სექტორის ანაზღაურების იმგვარი მექანიზმების დანერგვა, რაც გაზრდის ხარისხს და გაააუმჯობესებს კლინიკურ გამოსავლებს – ასეთია ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის განვითარების მთავარი პრინციპები, რომელთა შესახებაც მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. კონფერენციას ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრის განმარტებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვისთვის და ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილება, ჰოსპიტალურ სექტორთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ შეხვედრის მონაწილეებს განხორციელებული რეფორმებისა და ახალი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ილია ღუდუშაურმა კი აღნიშნა, რომ დაფინანსების DRG საპილოტე პროგრამა უკვე დაწყებულია, ამ მიმართულებით ნებისმიერი სიახლე ჰოსპიტალურ სექტორთან კოორდინაციით დაინერგება.

„ჯანდაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნინო კიკნაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში კერძო სექტორიც იყოს ჩართული და აქტიურად იღებდეს მონაწილეობას.

იხილეთ ასევე

რეანიმაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელმწიფო კლინიკებს ანაზღაურებას გაუზრდის

კლინიკებისთვის სამედიცინო სერვისების ანაზღაურების მოქმედ სისტემას სექტემბრიდან ეტაპობრივად შეცვლის DRG -ის გადახდის სისტემა, მანამდე კი …