მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების შემდეგ, საკუთარი უწყების 10-წლიან გეგმას ეკატერინე ტიკარაძე წარადგენს

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების შემდეგ, საკუთარი უწყების 10-წლიან გეგმას ეკატერინე ტიკარაძე წარადგენს

ხვალ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამინისტროს 10-წლიან გეგმას წარადგენს.

განვითარების 10-წლიანი გეგმები ორმა უწყებამ უკვე წარმოადგინა.

„ეკონომიკა – 2030“  – ასე ერქვა დღევანდელ პრეზენტაციას, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გამართა. პრეზენტაცია ბიოლის ველნეს კურორტზე შედგა.

ნათია თურნავას ერთერთი მთავარი გზავნილი იყო,  რომ ეკონომიკური განვითარების სიკეთეები ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეხოს, რისთვისაც საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია.

 10 წლიან გეგმაზე მუშაობას იწყებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროც, გეგმის ძირითადი პრიორიტეტების პრეზენტაცია საკმაოდ მასშტაბურად გაიმართა.  პროგრამის სახელწოდებაა „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ჯანდაცვის 10-წლიანი გეგმის პრეზენტაცია ხვალ, 10:30 საათზე დაიწყება. მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

იხილეთ ასევე

თურქეთი საქართველოსთვის, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მედიკამენტების დაბალ ფასად მიწოდებას გეგმავს

თურქულმა მხარემ საქართველოს,  სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში,  შესაძლოა,  ფარმაცევტული პროდუქცია დაბალ ფასში მიაწოდოს. ამის შესახებ თურქეთში …