მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ელოდება თუ არა ქვეყანას შემოდგომაზე კოვიდ-საწოლების დეფიციტი?

ელოდება თუ არა ქვეყანას შემოდგომაზე კოვიდ-საწოლების დეფიციტი?

მართალია, კორონავირუსის შემთხვევების დრამატულ ზრდას არ ველოდებით, რამაც შეიძლება კლინიკები გადატვირთოს, თუმცა შემოდგომისთვის კლინიკების მზაობა სარეზერვო მობილიზაციის კუთხით უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, წინა ორი კვირის განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც ვერ მოხერხდა შესაბამისი ჩვენების მქონე ინფიცირებულების სტაციონარში განთავსება.

„ინფექციური საავადმყოფო ამბობდა, რომ მხოლოდ ერთი ადგილია დარჩენილი და ისიც მხოლოდ მამაკაცისთვის განკუთვნილი. სხვა კლინიკები – აღარ დავასახელებ – ამბობდნენ, რომ არ აქვთ არანაირი ადგილი. ამიტომ ამ თვალსაზრისით კლინიკების სარეზევრო მობილიზაციის მზაობა – და ამის რესურსი ქვეყანას აქვს – შემოდგომისთვის უნდა გაძიერდეს,“ – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, შემოდგომაზე, როცა თავშეყრის ადგილები გაიზრდება და სწავლა დაიწყება, შესაძლოა კვლავ გაკეთდეს მოწოდება პირბადის ტარების კუთხით. ამასთან, კულუმბეგოვი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში არ არის ისეთი ეპიდსიტუაცია, რომ საუბარი იყოს სწავლების სისტემის შეცვლაზე და ონლაინსწავლებაზე გადასვლაზე. იმუნოლოგის თქმით, ქვეყანაში კოვიდ-გადატანლი ადამიანების წილი ძალიან დიდია და თუ ამას ვაქცინაციას შევაშველებთ, განსაკუთრებით  კი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის და ამ პროცესში სახელმწიფო მაქსიმალურად  იქნება ჩართული, მოსახლეობა შეძლებს ცხოვრების ისე გაგრძელებას, რომ სხვადასხვა აქტივობა შეუზღუდავად განახორციელოს.

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 150-200-ს არ აღემატება, ერთ თვეში კი ინფექციამ 6 ადამიანი …