მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ექსპერტები მედიკამენტების ხარიხის კონტროლის გამკაცრებას მიესალმებიან
ჯანდაცვის სისტემის მართვის კუთხით კონტროლი აუცილებელია, ასევე კონტროლის გამკაცრება წამლის ხარისხთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

ექსპერტები მედიკამენტების ხარიხის კონტროლის გამკაცრებას მიესალმებიან

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება. 

“სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტი საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე განიხილა.

“ჯანდაცვის სამინისტროდან სამი საკითხი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანი არის “სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამის” დამტკიცების შესახებ. აღნიშნული პროგრამა წინა წლებშიც მოქმედებდა, თუმცა, პროგრამაში უნდა შევიდეს გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.

ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა.

თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯერ კიდევ, შემოდგომით ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვებაც დაანონსა  და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

ექსპერტთა გათვლებით, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ამითვის აუცილებლი ნაბიჯი მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება იყო. შესაბამისად, მედიკოსები და სპეციალისტები, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებას მიესალმებოდნენ. ამასთან, აღნიშნავდნენ, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება საზოგადოებაში ჯენერიკების, მათ შორის, ინდური წარმოების მედიკამენტების მიმართ ნდობას აამაღლებდა და მის აუცილებლობაზე მიანიშნებდნენ.

ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ წამლის ხარისხის კონტროლის გაზრდა მნიშვნელოვანი და საჭირო ინიციატივაა.

„წამლის ხარისხის შეფასების მხრივ აქამდე ჩვენ ნამდვილად, ჩამოვრჩებოდით ევროპის განვითარებულ ქვეყნებს. ხშირ შემთხვევაში  ადგილობრივი მწარმოებლები თავად ამოწმებენ ხარისხს. ერთის მხრივ, ეს კარგია, მაგრამ, მეორეს მხრივ, მიკერძოების რისკს აჩენს. ამდენად, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ მოხდება წამლების ამორჩევა და შემდგომ გაგზავნა სანდო, ცნობილ და მაღალი სტანდარტის  ლაბორატორიებში.

ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის მართვის კუთხით კონტროლი აუცილებელია, ასევე კონტროლის გამკაცრება წამლის ხარისხთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა“, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი.

იხილეთ ასევე

კლინიკა “გული“ და ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი ჰიპერტენზიის სკრინინგსა და უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ

12-13 ივნისს, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ …