მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ერთ კვირაში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა – ლეტალობის მაჩვენებელი გაორმაგებულია

ერთ კვირაში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა – ლეტალობის მაჩვენებელი გაორმაგებულია

გასული ერთი კვირის (24.07-31.07.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 10 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 76 309 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 15.47%.

წინა კვირის (18.07-24.07.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 508 პირი, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 150-200-ს არ აღემატება, ერთ თვეში კი ინფექციამ 6 ადამიანი …