მთავარი » მსოფლიო » ერთ კვირაში მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა

ერთ კვირაში მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების კლებაზე საუბრობს. კერძოდ, ჯანმოს მონაცემებით, კორონავირუსით ავადობა 12-დან 18 სექტემბრამდე პერიოდში მსოფლიოს ყველა რეგიონში შემცირდა.

დაინფიცირების შემთხვევების ყველაზე მკვეთრი, 35%-იანი კლება აფრიკაში ფიქსირდება. ამ მონაცემით მას მოსდევს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი 14%-იანი კლებით, ასევე ამერიკა, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 12%-ით შემცირდა.

ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში 3,2 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, ერთ კვირაში მსოფლიოში კოვიდ 19-ით 9,8 ათასამდე პაციენტი გარდაიცვალა. ლეტალობის კლების კუთხით ლიდერია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი (-46%), ასევე აფრიკა (-27%) და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილი (-27%).

იხილეთ ასევე

ევროკავშირი ტატუს საღებავების ნაწილის გამოყენებას კრძალავს – მიზეზი კიბოს რისკია

2023 წელს ევროკავშირში აკრძალავენ ტატუირებისთვის განკუთვნილი გარკვეული პიგმენტების გამოყენებას და გაყიდვას. საუბარია ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა …