მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსი 14 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა

ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსი 14 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა

ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 13 737 ადამიანს დაუდასტურდა. ანუ დღეში კოვიდ 19 საშუალოდ 2 ათასამდე ადამიანს უდასტურდება.

დადებითობის მაჩვენებელი 17,91%-ია. გარდაიცვალა სამი პაციენტი.

წინა კვირაში შემთხვევების რაოდენობა12595 იყო, დადებითობის მაჩვენებელი – 17%-მდე. გარდაიცვალა 6 პაციენტი.

ერთი თვის მონაცემებით, კოვიდით ქვეყანაში 25-მდე ადამიანია დაღუპული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსმა 16892 ადამიანი იმსხვერპლა. ამ ეტაპზე 13 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 150-200-ს არ აღემატება, ერთ თვეში კი ინფექციამ 6 ადამიანი …