მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „ევექსი ჰოსპიტლები“ აცრილ თანამშრომლებსა და მომხმარებლებს ბენეფიტებს შესთავაზებს

„ევექსი ჰოსპიტლები“ აცრილ თანამშრომლებსა და მომხმარებლებს ბენეფიტებს შესთავაზებს

„ევექსი ჰოსპიტლები“ აცრილ თანამშრომლებსა და მომხმარებლებს ბენეფიტებს შესთავაზებს. როგორც “ევექსი ჰოსპიტლებში” აცხადებენ, ისინი აცნობიერებენ სამედიცინო დაწესებულებების როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში და 1-ლი ივნისიდან მასშტაბურ კამპანიას იწყებენ.

კორპორაცია სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს ვაქცინაციის მხარდასაჭერ კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებს  და აღნიშნავს, რომ ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადადგმული თითოეული ნაბიჯი ქვეყანაში პანდემიის დამარცხებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობია.

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით ევექსი ჰოსპიტლები ქსელის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც  1-ელ სექტემბრამდე კოვიდ 19-ის ვაქცინის 2 დოზით იქნება აცრილი, ბენეფიტებს შესთავაზებს:

500-ლარიანი ვაუჩერი სტაციონარულ მომსახურებაზე როგორც ყველა ვაქცინირებულ თანამშრომელს, ასევე – მათი ვაქცინირებული ოჯახის წევრებისთვის

„ფარმადეპოს“ 150-ლარიანი ვაუჩერი „ევექსი ჰოსპიტლების“ ქსელში დასაქმებული საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალისთვის.

კამპანიის მეორე ეტაპზე ევექსი ჰოსპიტლები ქსელის მასშტაბით ყველა ვაქცინირებული მომხმარებლისთვისაც გეგმავს ბენეფიტების შეთავაზებას.

„პაციენტებისა და თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ევექსი ჰოსპიტლები ქსელის 18-ვე ცენტრს შორის ერთგვარ  სამედიცინო გამოწვევასაც (challenge) აანონსებს. „გახდი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულება“ არის  ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ე.წ „მწვანე ჰოსპიტლად“, ანუ უსაფრთხო სამედიცინო ცენტრად დასახელდება  ის ჰოსპიტალი, სადაც პერსონალის 80%  იქნება ვაქცინირებული.  იმ დაწესებულების პერსონალს, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე პირველი მიიღებს  ყველაზე უსაფრთხო ჰოსპიტლის სტატუსს, შესაძლებლობა ექნება, დამატებით 5-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლოს. კამპანია 1-ელ ივნისს ჩაეშვება.

ევექსი ჰოსპიტლები ასევე, აქტიურად განაგრძობს ქსელის მასშტაბით დასაქმებული პერსონალისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, სადაც სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ინფექციონისტები და ქსელის წამყვანი სამედიცინო ექსპერტები ქვეყანაში შემოსულ ვაქცინებსა და ვაქცინაციის უპირატესობებზე ინფორმაციის გაზიარებას უზრუნველყოფენ,“ – აცხადებენ კომპანიაში.

იხილეთ ასევე

თოდუას კლინიკა მწეველებს ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგს სთავაზობს  

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ფილტვის კიბოს მომატებული რისკის მქონე მოქალაქეებს უფასო სკრინინგს – კომპიუტერულ ტომოგრაფიას …