მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „ევექსი ჰოსპიტლებში“ ბოლო 3 თვეში გარდაცვლილი კოვიდ-პაციენტების 98% აუცრელი იყო

„ევექსი ჰოსპიტლებში“ ბოლო 3 თვეში გარდაცვლილი კოვიდ-პაციენტების 98% აუცრელი იყო

„ევექსი ჰოსპიტლები“ კოვიდ-პაციენტების მართვისა და გამოსავლის 3-თვიან სტატისტიკას აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით,  გარდაცვლილი პაციენტებიდან 98.05% არავაქცინირებული იყო.

ჰოსპიტალიზებული პაციენტებიდან კი 97.04% არავაქცინირებულია.

რეანიმაციაში მოხვედრილი პაციენტებიდან 97.57% არ იყო აცრილი.

„ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი ალტერნატივაა,“- აცხადებენ კლინიკაში და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ „ევექსი ჰოსპიტლებში“ ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდ-კლინიკები ერთიანდება, მათ შორის – პედიატრიული. კოვიდ-საწოლების რაოდენობა ქსელში 800-მდეა.

 

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …