მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა დასავლეთ საქართველოში სისხლის ბანკი გახსნა

ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა დასავლეთ საქართველოში სისხლის ბანკი გახსნა

ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა დასავლეთ საქართველოში სისხლის ბანკი გახსნა, რომელიც „სისხლის ცენტრის“ სახელით იწყებს ფუნქციონირებას.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სტრატეგიული მნიშვნელობის ცენტრი დონაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყანაში სისხლის პროდუქტებზე არსებული დეფიციტის შევსებას ემსახურება.

სისხლის უანგარო დონაციის შესაძლებლობა 2 რეგიონში, 4 ლოკაციაზეა შესაძლებელი:

• ქუთაისში (ჯავახიშვილის N85 და ოცხელის ქ. N2),

• ბათუმში (აეროპორტის გზატკეცილი, N64)

• ქობულეთში (აბაშიძის ქ. N18)

სამომავლოდ, სისხლის ასაღები პუნქტების გახსნა საქართველოს 6 რეგიონში, ევექსის ჰოსპიტალური ქსელის ბაზაზეა დაგეგმილი.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სისხლის გადასხმა წელიწადში 10-15 ათას ადამიანს სჭირდება. სისხლის პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კი მნიშვნელოვანია გაიზარდოს იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც სისხლს უანგაროდ გაიღებს.

დონაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან რეგისტრაციის გასავლელად მოქმედებს ტელეფონის ნომერი: 591 98 26 25.

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …