მთავარი » მსოფლიო » „ფაიზერ-ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის  ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია

„ფაიზერ-ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის  ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია

„ფაიზერ-ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია.

როგორც უღურ შაჰინი აცხადებს, მათ უკვე ჩაატარეს კვლევა, რომლის წინასწარი შედეგების მიხედვითაც, „ფაიზერის“ ვაქცინა „კოვიდ-19“-ის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს, თუმცა ამ შემთხვევაში ორგანიზმში 20-25%-ით ნაკლებ ანტისხეულები წარმოიქმნება.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ითაა ეფექტური“, – განაცხადა შაჰინმა.

როგორც მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ის ე.წ. ინდური შტამი უფრო სწრაფად და იოლად გადამდებია და ამის გამო შეშფოთებას იწვევს, თუმცა მათივე განცხადებით, კვლევების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ევროპაში ჩატანილი ვაქცინები ამ შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.

1tv.ge

იხილეთ ასევე

ყვავილის ვაქცინიდან COVID-19-ის ვაქცინამდე – თანამედროვე ჩინური მედიცინის მსოფლიო აღიარება

მთელი მსოფლიოს თვალში ჩინეთი სულ უფრო ხშირად განიხილება სხვადასხვა მიმართულებით განვითარების მოდელად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის …