მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “ფაიზერის” ვაქცინაზე რეგისტრაცია ტრადიციული ხარვეზით დაიწყო – დაჯავშნის საიტი პარალიზებულია

“ფაიზერის” ვაქცინაზე რეგისტრაცია ტრადიციული ხარვეზით დაიწყო – დაჯავშნის საიტი პარალიზებულია

ფაიზერის ვაქცინაზე რეგისტრაცია, დაჯავშნის საიტზე, ტრადიციულად, სერიოზული ხარვეზებით დაიწყო. ამ ეტაპზე აღნიშნული ვაქცინაზე დარეგისტრირება შეუძლებელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით გამარტებები არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ იგივე პრობლემები იყო booking.moh.gov.ge-ზე გასულ პერიოდშიც, ვაქცინაციის ყველა ეტაპი შეფერხებებით წარიმართა, ერთერთ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ ხარვეზის მიზეზებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური სწავლობს, ბოლო შემთხვევაში კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აცრების დაჯავშნის საიტზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა და გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგები ამ დრომდე არ დადებულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 28 ათასი დოზა ფაიზერის ვაქცინა მიიღო და მასზე რეგისტრაციის დროდ 15:00 საათი გამოცხადდა, თუმცა რეგისტრაცია ამ დრომდე პრაქტიკულად შეუძლებელია.

იხილეთ ასევე

საქართველოში “დელტა პლუსი” გამოჩნდა – შტამი, რომელიც “დელტასთან” შედარებით კიდევ უფრო გადამდებია

საქართველოში “დელტა პლიუსის” შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ …