მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტულ ბაზარზე გამსხვილებისა და პროფილის შეცვლის პროცესი დაიწყო

ფარმაცევტულ ბაზარზე გამსხვილებისა და პროფილის შეცვლის პროცესი დაიწყო

ჯიემპი“ და „ჯიდიპი“ სტანდარტების დაკმაყოფილების ვალდებულების ამოქმედების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა გამსხვილება დაიწყო, ნაწილი კი საქმიანობის სხვა პროფილზე გადადის.  ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა ნანა შაშიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 51 ფარმაცევტული საწარმო ოპერირებს. მათგან  „ჯიემპი“ სტანდარტს მხოლოდ ერთი საწარმო ფლობს, ერთ შემთხვევაში კი  ყველა პროცედურა დასრულებულია და დარჩენილია ტექნიკური პროცედურული სამუშაოები, რათა „ჯი ემ პი“ სერტიფიკატი მანაც მიიღოს.

ამასთან, შაშიაშვილის თქმით, არის საწარმოები, რომლებიც წარმოების ბრუნვიდან და მოცულობიდან, ასევე ბაზარზე მათ პროდუქტზე დაბალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სხვა სექტორზე გადაერთვებიან. საქმე ისაა, რომ არის არაპროფილური საწარმოების ნაწილისთვის ფარმაცევტული პროდუქცია დამატებითი პროდუქტი იყო, ახლა კი ისინი მთლიანად  გადაერთვებიან ძირითადი პროდუქტის წარმოებაზე. ასევე გვაქვს საწარმოები,რომლებიც გამსხვილებაზე არიან ორიენტირებულები, კერძოდ, რამდენიმე საწარმო გეგმავს, ერთობლივი ძალებით განახორციელოს წარმოება.

ფარმაცევტული საწარმოებისთვის ჯიემპი სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა. თუმცა პროცესი ეტაპობრივია და GMP-ის სტანდარტზე გადასვლა იმის მიხედვით მოხდება, თუ რომელ თვეში აქვს აღებული ბიზნესსუბიექტს საქმიანობის ნებართვა.

იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივად წარმოებული ფარმაცევტული პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ექსპორტისთვის, ასეთი ტიპის ფარმაცევტული წარმოება 2025 წლის 1 იანვრამდე თავისუფალია საქართველოს ნაციონალური GMP-ის სტანდარტის ფლობის ვალდებულებისგან.

იხილეთ ასევე

ფარმაცევტული საწარმოების ნაწილი GMP-სტანდარტზე გადასვლისთვის დამატებით ვადებს ითხოვს

საქართველოში მოქმედი 50-მდე ფარმაცევტული საწარმოდან წლის ბოლომდე „ჯი ემ პი“ სტანდარტის დაკმაყოფილებას მხოლოდ 3-4 კომპანია …