მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტულ კომპანიებსა და მაიკროსოფტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ავერსის, პე ეს პეს და ჯიპისის წარმომადგენლებს და მაიკროსოფტს შორის ლიცენზიების შეძენასთან დაკავშირებით, მემორანდუმი სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში გაფორმდა.

ფარმაცევტულ კომპანიებსა და მაიკროსოფტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფარმაცევტული კომპანიების „ავერსის“, „პე ეს პეს“ და „ჯიპისის“ წარმომადგენლებმა ლიცენზიების შეძენასთან დაკავშირებით, „მაიკროსოფტ საქართველოსთან“ მემორანდუმი სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გააფორმეს.

როგორც ჟურნალისტებთან აღნიშნული კომპანიების წარმოამდგენლებმა განაცხადეს, ფარმაცევტული დარგი არის ერთი-ერთი წამყვანი და განვითარებული სფერო საქართველოში, მუდმივად ნერგავს ტექნოლოგიურ და სამომხმარებლო სიახლეებს და აქვს მომსახურების ხარისხის საუკეთესო მაჩვენებლები.

აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს წამყვან სააფთიაქო ქსელებში – „ავერსი“, „პე ეს პე“ და „ჯიპისი“ ლიცენზირებული პროგრამების დანერგვას, კიდევ უფრო გაზრდის დარგის ეფექტიანობას და დაეხმარება კომპანიებს ახალი შესაძლებლობების გამოვლენაში.

მაიკროსოფთან ურთიერთობის დამყარების და ხელშეკრულების გაფორმების მხარდამჭერი და ხელის შემწყობია SLS (Software Licensing Service ) წარმომადგენლობა.

info9.ge

იხილეთ ასევე

GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო ფარმაცევტული საწარმოების თითქმის 80%-ს საქმიანობა შეეზღუდა

GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო საქართველოში რეგისტრირებულ 38 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობა შეზღუდული აქვს. მათ შორისაა „გეომედი,“ …