მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტებზე არსებული ფასნამატი თვითღირებულებას სამჯერ აღემატება
მედიკამენტებზე ფასნამატი საქართველოში ძალიან მაღალია და მის თვითღირებულებას 3-ჯერ აღემატება. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკონტროლოს არსებული მდგომარეობა

მედიკამენტებზე არსებული ფასნამატი თვითღირებულებას სამჯერ აღემატება

თბილისი (BPI) – „მედიკამენტებზე ხელმისაწდომობა უნდა გაიზარდოს!“ – მიაჩნიათ ჯანდაცვის სამინისტროში და ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებას ასახელებნ.

გარდა ამისა, აუცილებელია, მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს მნიშვნელოვანია, მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენების აუცილებლობის საკითხსა და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას თერაპევტი მარიკა ნაკაიძე გამოეხმაურა.

„ჯენერიკ მედიკამენტებს პრაქტიკაში ვიყენებ და ვენდობი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც უპირატესობას ბრენდს ვანიჭებ. ჯენერიკების მიმართ ნდობა პრაქტიკიდან გამომდინარე მიყალიბდება. ამიტომაც აუცილებელია ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება და მათი პრაქტიკაში დანერგვა“.

ჯენერიკი ბრენდულ მედიკამენტზე გაცილებით იაფია. როგორც ექიმი-თერაპევტი აღნიშნავს, საზოგადოებაში მის მიმართ უნდობლობას სწორედ ეს ფაქტი ბადებს და ჩნდება კითხვა: რატომ?, რაზეც კომპეტენტური პასუხი სპეციალისტებმა უნდა გასცენ. ისინი კი, ჯენერიკების სიიაფეს ასე ხსნიან:

„ჯენერიკი ანალოგიური პრეპარატია, ანალოგიური ტექნოლოგიით დამზადებული, როგორც ბრენდული მედიკამენეტი… მისი სიიაფე გამომდინარეობს ერთი მომენტით:

მის მწარმებელს პრეპარატის შექმნაში, კვლევებსა და გამოცდაში თანხები არ დაუხარჯავს, მან მიიღო მზა ფორმულა, რომელსაც წარმოებაში იყენებს. მწარმოებელი ქვეყანა არ განაპირობებს მედიკამენტის ხარისხს, მასზე პასუხისმგებელია მწარმებელი ფარმაცევტული კომპანია და მან უნდა დაიცვას ზუსტად ის ტექნოლოგიური სტანდარტები და პროცესები, რაც ხარისხიან მედიკამენტს უზრუნველყოფს“.

ექიმის მედიკამენტების გაძვირების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნავს:

„ზოგადად, ცალკე თემაა მედიკამენტების ფასები. თურქეთში შევიძინე წამალი 24 ლარად, რომელიც ჩვენთან ღირს 70 ლარი. მედიკამენტებზე ფასნამატი საქართველოში ძალიან მაღალია და მის თვითღირებულებას 3-ჯერ აღემატება. ჩემთან უცდიათ ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს და გარიგება შემოუთავაზებიათ, ესა თუ ის პრეპარატი პაციენტისთვის გამომეწერა. ეს დანაშულია! ძირითადად ეს ეხება იმ მედიკამენტებს, რომელზეც მოთხონა ყველაზე დიდია. როგორიცაა, დიაბეტის სამკურნალო, პროსტატის ადენომის წამლები და სხვა. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკონტროლოს არსებული მდგომარეობა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს“.

bpi.ge

იხილეთ ასევე

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან …