მთავარი » ჯანდაცვა » ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა
24 დეკემბერს ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“.

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა

ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“.

კერძოდ, 24 დეკემბერს, მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე თ.ვ., ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად სავარძლის ქვეშ დამალული 55 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA აღმოაჩინეს. 

ანალოგიური შემთხვევა მოხდა 23 დეკემბერსაც. საქართველოს მოქალაქე ო.რ.-ის ავტომანქანისა და კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: PARACETAMOLO E CODEINA (48 აბი) და PARACETAMOLO E CODEINA Alter (13 აბი) აღმოაჩინეს.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.

ghn.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …