მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს აქციას მართავენ

გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს აქციას მართავენ

დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან იმართება მშვიდობიანი აქცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის დროული მკურნალობის დაფინანსების მოთხოვით.

დღეის მონაცემებით, თბილისის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინიციატივის ფარგლებში თბილისსა და აჭარაში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები იტარებენ ადეკვატურ მკურნალობას, რამაც მათი ცხოვრების ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა და დაუბრუნა ისინი ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

პროგრამა კვლავ მოქმედებს მხოლოდ თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში გაფანტული სკლეროზის მკურნალობა პაციენტებისთვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. პაციენტებს მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია პაციენტების დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პაციენტები არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ არ ცხოვრობენ თბილისსა და აჭარაში, და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა მკურნალობაზე.
„დაავადება არ ანსხვავებს პაციენტებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

შემოგვიერთდით ჯანდაცვის სამინისტროსთან, ერთად მოვითხოვოთ თანაბარი უფლებები და თანაბარი წვდომა მკურნალობაზე, რომელიც საგრძნობლად შეცვლის პაციენტების ცხოვრების ხარისხს,“- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

იხილეთ ასევე

კლინიკა “ახალი სიცოცხლე” რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კიბოს უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალი სიცოცხლე” რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის კიბოს უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს სთავაზობს. აქციის ფარგლებში …