მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » გაიზრდება თუ არა ფასები მედიკამენტებზე – “პეესპეს” განმარტება

გაიზრდება თუ არა ფასები მედიკამენტებზე – “პეესპეს” განმარტება

ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსი მკვეთრად უფასურდება. ფასების შესაძლო გადახედვაზე უკვე საუბრობენ რითეილ სექტორში. რას გეგმავენ ფარმაცევტული კომპანიები  და უნდა ველოდოთ თუ არა  ფასების ზრდას?

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფარმაცევტული კომპანია „პეესპეში“  განუცხადეს, კომპანია ამ ეტაპზე ინარჩუნებს ძველ ფასებს და აქტიურად ეკონტაქტება მომწოდებლებს ფასების კორექციაზე.

„ვცდილობთ, მაქსიმალურად ნაკლებად აისახოს სამომხმარებლო ფასზე ცვლილება, რომლის კორექტირებაც ლარის კურსის ამ ტემპით გაუფასურების შედეგად სავარაუდოდ მოგვიწევს,“ – აცხადებენ „პეესპეში“.

შეგახსენებთ, ლარი ბოლო პერიოდში უფასურდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.3850-ით დაიწყო, 12:30 საათისთვის 1 დოლარი 3.4542-ის ნიშნულზეა. თუმცა ბოლო საათებში შედარებით დასტაბილურდა და ამ მომენტისთვის 3.4199 ნიშნულზეა.

 

იხილეთ ასევე

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მედიკამენტების ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა

2021 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან 9, 204 მილიონი დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი განხორციელდა, რაც …