მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » გამოკითხულთა 53 პროცენტი რეცეპტების სისტემით უკმაყოფილოა
"გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ რეცეპტების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მათზე და მათ ოჯახზე, 34% -გავლენა არ მოუხდენია

გამოკითხულთა 53 პროცენტი რეცეპტების სისტემით უკმაყოფილოა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მედიკამენტების მოხმარებისა და რეცეპტების სისტემასთან მიმართებით საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამბობს, რომ რეცეპტების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მათ ოჯახზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

“გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ რეცეპტების  სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მათზე და მათ ოჯახზე, 34% აცხადებს, რომ ამ ცვლილებას მათზე და მათ ოჯახზე გავლენა არ მოუხდენია, ხოლო გამოკითხულთა 11% აცხადებს, რომ  რეცეპტების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა დადებითი გავლენა მოახდინა მათზე და მათ ოჯახზე.

აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ რეცეპტების სისტემაში 2014 წლის სექტემბერში განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმა, თუმცა, ხაზი გაუსვა ცვლილებებამდე შესაბამისი მომზადების აუცილებლობას.

გამოკითხულთა 14% აცხადებს, რომ სწორი ნაბიჯი იყო ის, რომ გაიზარდა წამლების სია, რომელთა შესაძენადაც საჭირო გახდა ექიმის რეცეპტი, 33% აცხადებს, რომ ეს მეტ-ნაკლებად სწორი ნაბიჯი იყო, ხოლო 47% აცხადებს, რომ არასწორი ნაბიჯი იყო.

თითქმის ყოველი მეათე გამოკითხული აცხადებს, რომ რეცეპტების სისტემის ცვლილების შემდეგ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რეცეპტორული წამალი რეცეპტის გარეშე შეუძენია, ხოლო 68% აცხადებს, რომ ასეთი არ შემთხვევა არ ყოფილა.

გამოკითხულთა75%-ის აზრით, რეცეპტების სისტემის ცვლილების შემდეგ გაიზარდა წამლების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები, და იგივე რაოდენობას 75%-ს მიაჩნია რომ შეიქმნა ზედმეტი დაბრკოლებები წამლის შეძენისას.” – ნათქვამია კვლევაში.

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ წამლებზე  ყოველთვიური დანახარჯები კვლავ საკმაოდ მაღალია.

“წამლებზე ყოველთვიური დანახარჯები კვლავ საკმაოდ მაღალია: გამოკითხვამდე ბოლო 1 თვის განმავლობაში რესპონდენტთა 68%-ს წამლებზე 101-500 ლარამდე აქვს დახარჯული, 24%-ს — 101-500 ლარამდე, 2%-ს კი 500 ლარზე მეტი. რესპონდენტთა 68%-ს გამოკითხვამდე 1 თვის მანძილზე წამლებზე დაახლოებით 0-100 ლარამდე ჰქონდა დახარჯული.

ჩვენ კალკულაციისთვის ავიღეთ 2013წ. საპრეზიდენტო არჩევნების მდგომარეობით 18-85+ ქართულენოვანი მოსახლეობა იმ გეოგრაფიულ არეალში, რაც კვლევამ დაფარა (3,185,586 ადამიანი) და არა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა, რადგან გამოკითხვაში 18 წელზე უმცროსი ასაკის და გარკვეული გეოგრაფიული არეალის რესპონდენტები არ მონაწილეობდნენ.

3,185,586 ადამიანი არის ის პოპულაცია, საიდანაც გამოკითხვისთვის მაქსიმალური დემოგრაფიული და გეოგრაფიული რეპრეზენტატულობის პრინციპებით  შევარჩიეთ 1867 რესპონდენტი.” – ნათქვამია კვლევაში.

cp.ge

იხილეთ ასევე

დღეს, 20:00 საათიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეგისტრაცია 20:00 …