მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კორონავირუსით ინფიცირებისა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ქვეყანაში ვაქცინაციაზე მოთხოვნა იზრდება

კორონავირუსით ინფიცირებისა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ქვეყანაში ვაქცინაციაზე მოთხოვნა იზრდება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირდა 1551 პირი. 

ოფიციალური ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელი 5,26%-ია, ბოლო 14 დღის – 4,39%, ბოლო 7 დღის – 4,63%.

გამოჯანმრთელდა 878 ადამიანი.

გაზრდილია დღიურად აცრილთა რაოდენობა, რომელმაც 1706 შეადგინა, სულ კი ვაქცინირებული მოქალაქეების რიცხვი ქვეყანაში 41801-ია.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3780 პირი იმყოფება. 

გუშინ, 20:00 საათზე “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის ჯავშნები გაიხსნა და პირველივე საათებში თბილისში, ყველა ადგილი დაიჯავშნა, რის გამოც კაბინეტებისა და კლინიკების დამატება გახდა საჭირო. შეგახსენებთ, რომ ქვეყანას “სინოფარმის” 100 ათასი დოზა აქვს შეძენილი. აღნიშნული პრეპარატი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას 29 აპრილს ელოდება.

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …