მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » GDP სერტიფიკატი კიდევ 2-მა ფარმაცევტულმა კომპანიამ მიიღო

GDP სერტიფიკატი კიდევ 2-მა ფარმაცევტულმა კომპანიამ მიიღო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კიდევ 2 GDP სერტიფიკატი გასცა. კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი კომპანია „ეი-ბი-სი ფარმალოჯისტიკსმა“ და „ვორლდვაიდ კლინიკალ თრაიალს – ჯორჯიამ“ მიიღო.

2022 წელს ფარმაცევტული საწარმოები და საბითუმო დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP სტანდარტი დანერგონ.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, საერთო ჯამში, გაცემული აქვს 1 GMP და 4 GDP სერტიფიკატი. უწყება ამ ეტაპზე, დამატებით 20 განაცხადს სწავლობს.

GMP/GDP სტანდარტის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.

იხილეთ ასევე

ფარმაცევტული საწარმოების ნაწილი GMP-სტანდარტზე გადასვლისთვის დამატებით ვადებს ითხოვს

საქართველოში მოქმედი 50-მდე ფარმაცევტული საწარმოდან წლის ბოლომდე „ჯი ემ პი“ სტანდარტის დაკმაყოფილებას მხოლოდ 3-4 კომპანია …