მთავარი » მსოფლიო » GIG-სთან აფილირებულმა კომპანიამ ინსულინის მწარმოებელი Indar-ის წილი შეიძინა
Luraq Investments Limited-მა ინსულინის მწარმოებელი უკრაინული სააქციო საზოგადოება Indar-ის აქციების 29,29% შეიძინა.გარიგების ღირებულება არ სახელდება.

GIG-სთან აფილირებულმა კომპანიამ ინსულინის მწარმოებელი Indar-ის წილი შეიძინა

თბილისი (GBC) – “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან” (GIG ) აფილირებულმა კომპანიამ Luraq Investments Limited-მა ინსულინის მწარმოებელი უკრაინული სააქციო საზოგადოება Indar-ის აქციების 29,29% შეიძინა.

კომპანიის ცნობით, წილის შეძენა პოლონური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bioton-ისგან მოხდა. გარიგების ღირებულება არ სახელდება.

Indar -ი უკრაინული საწარმოა, რომელიც ინსულინის წარმოების სრულ ციკლს ფლობს. კომპანიის სათაო ოფისი კიევში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ გარიგებაში იურიდიულ მომსახურებას უზრუნველყოფდა DLA Piper-ის ჯგუფის წევრი DLA Piper Ukraina.

შეგახსენებთ, კომპანია GIG  ერთ‐ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში.

მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირზე და ნახშირზე მომუშავე სადგურები) ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას.

gbc.ge

იხილეთ ასევე

ზაზა წერეთელი: “XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს”

ომიკრონის ახალი ქვევარიანტით XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს, როგორიც იყო …