მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » გიორგი კვირიკაშვილი: მე არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით
მე მაქვს კერძო ჯანდაცვის პაკეტი, არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით და ასე უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც აქვს შემოსავალი უზრუნველყოს საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯები

გიორგი კვირიკაშვილი: მე არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მინისტრებმა არ უნდა ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

მან ასევე განმარტა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

“მიმაჩნია, რომ მინისტრები ნამდვილად არ უნდა სარგებლობდნენ საყოველთაო ჯანდაცვით. ადამიანებს, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ჯანმრთელობა უზრუნველყონ, მათ უნდა ჰქონდეთ კერძო ჯანდაცვის დაზღვევა, სახელმწიფომ კი უზრუნველყოს მათი ჯანმრთელობა, რომელთაც ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

მე მაქვს კერძო ჯანდაცვის პაკეტი, არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით და ასე უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც აქვს შემოსავალი უზრუნველყოს საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯები და თამასა ავწიოთ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ამის შესაძლებლობა არ აქვთ,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოდიფიცირება მიმდინარეობს.

ipress.ge

იხილეთ ასევე

„დიარჯის“ სისტემაში ცვლილებები იგეგმება

თვის ბოლოს მომზადდება პაკეტი, რომელშიც გაერთიანდება „დიარჯის“ სისტემაში საჭირო ცვლილებების ჩამონათვალი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის …