მთავარი » ჯანდაცვა » გლობალური კონფერენცია საქართველოში
ამ წუთებში ექსპო ჯორჯიას საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს გლობალური კონფერენცია თემაზე: „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო“.

გლობალური კონფერენცია საქართველოში

დღეს,  სახელმწიფო კანცელარიაში საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  ბერნარ კუშნერი საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და  გლობალური ალიანსის პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი.

ამ წუთებში ექსპო ჯორჯიას საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს გლობალური კონფერენცია თემაზე: „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო“. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის, სამედიცინო საზოგადოების, ჯანდაცვის სამინისტროსა და“გლობალური ალიანსის“ წარმოამდგენლები.

სიტყვით გამოდიან მინისტრი ირაკლი ღარიბაშივლი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო , „გლობალური ალიანისის“ სამეტვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი და ალიანსის პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი.

Maestro Television

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …