მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » GMP სერტიფიკატი „ავერსი რაციონალის შემდეგ“ მეორე კომპანიამ – „ჯი ემ ფარმასიუთიქალმა“ მიიღო

GMP სერტიფიკატი „ავერსი რაციონალის შემდეგ“ მეორე კომპანიამ – „ჯი ემ ფარმასიუთიქალმა“ მიიღო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) მორიგი სერტიფიკატი გასცა. ხარისხის სტანდარტი კომპანია „ჯი ემ ფარმასიუთიქალმა“ დააკმაყოფილა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო ავრცელებს. GMP სერტიფიკატი საქართველოში წელს პირველად გაიცა და ამ ეტაპზე მას 2 ფარმაცევტული საწარმო ფლობს  (პირველია „ავერსი რაციონალი“). ასევე 4 ფარმაცევტული კომპანია ფლობს GDP –  ანუ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატს.

2022 წელს ფარმაცევტული საწარმოები და საბითუმო დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP სტანდარტი დანერგონ.

„კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) მიზანია უზრუნველყოს, რომ ფარმაცევტული პროდუქცია, რომელიც პირდაპირ ეხება ადამიანთა ჯანმრთელობას, მზადდებოდეს საიმედო გარემოში და პირობებში, კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა (GDP) კი გულისხმობს, რომ პროდუქცია ინახება და ხდება მისი ტრანსპორტირება ისე, რომ დაცულია ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციით გათვალისწინებული გარემო პირობები სტანდარტებთან შესაბამისად.

GMP/GDP სტანდარტის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

იხილეთ ასევე

PSP ფარმას GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მიენიჭა

PSP ფარმას GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მიენიჭა.  1994 წლიდან PSP-ს მთავარი პრიორიტეტი …