მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 22 ნოემბრამდე გაგრძელდა

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 22 ნოემბრამდე გაგრძელდა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 5-15 ნოემბერს, აქციის სახით, ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდ გამოცხადდა, ეს ვადა კი კიდევ ერთი კვირით, 22 ნოემბრამდე გაგრძელდა.
შესაბამისად, ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.
გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

იხილეთ ასევე

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები რისკ-ჯგუფებისთვის

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს …