მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მიმართვიანობა ამ ეტაპზე პასიურია

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მიმართვიანობა ამ ეტაპზე პასიურია

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მიმართვიანობა ამ ეტაპზე პასიურია – ამის შესახებ „მედკაპიტალში“ განუცხადეს, რომელიც აცრების სერვისის მიმწოდებელი ერთერთი უმსხვილესი ქსელია.

როგორც jandacva.ge-სმედკაპიტალში“ განუმარტეს, შარშანდელ სეზონთან შედარებით დაბალი მიმართვიანობა, დიდი ალბათობით, იმას უკავშირდება, რომ გასულ წელთან შედარებით წელს გრიპზე აცრა საკმაოდ ადრე დაიწყო, ამასთან, ჯერ არ არის ცივი ამინდები და მოსახლეობა აცრებზე მისვლას არ ჩქარობს. თუმცა ამბულატორიების ქსელში აქვთ მოლოდინი, რომ უახლოეს კვირებში მიმართვიანობა მოიმატებს, რადგან გრიპზე აცრა საქართველოში პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად კი შარშანდელი წელი მოჰყავთ, როდესაც მიმართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო.

შეგახსენებთ, რომ წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბერს დაიწყო. შარშან კი – 8 ოქტომბერს.

ქვეყანაში უკვე არის 4-კომპონენტიანი მაღალეფექტიანი ვაქცინების 200 ათასი დოზა, რომელიც სახელმწიფომ რისკჯგუფებში შემავალი მოქალაქეებისთვის შეიძინა.  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.

მისი თქმით, ქვეყანაში უკვე არის 4-კომპონენტიანი მაღალეფექტიანი ვაქცინების 200 ათასი დოზა.

რაც შეეხება რისკჯგუფებს, რომლებისთვისაც ვაქცინაცია უფასოა, ესენი არიან თანმხლები ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის მქონე, ასევე დიალიზზე მყოფი და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, ასევე ორსულები.

„მათ ესაჭიროებათ ვაქცინაცია, რათა თავი დაიცვან გართულებებისგან, რომელიც გრიპის ვირუსს ახასიათებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ორსულებში, სამედიცინო პერსონალში და პირებში, ვინც დახურული ტიპის დაწესებულებებში მუშაობენ და ცხოვრობენ. ესაა ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრები, პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული და პატიმრობის დაწესებულებებში მყოფი პირები,“- განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

„დიარჯის“ სისტემაში ცვლილებები იგეგმება

თვის ბოლოს მომზადდება პაკეტი, რომელშიც გაერთიანდება „დიარჯის“ სისტემაში საჭირო ცვლილებების ჩამონათვალი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის …