მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს 1 დეკემბრამდე შეუძლია

გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს 1 დეკემბრამდე შეუძლია

22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა.
“სეზონური გრიპის მართვა ადამიანებმა 1940-ანი წლებიდან ვაქცინის წყალობით შევძელით. ამის გამო შესაძლოა გრიპის ვირუსი სერიოზულ საფრთხედ არ აღვიქვათ, თუმცა ამ ზამთარს მისგან თავის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა,” – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში.

იხილეთ ასევე

კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სერვისების რეგისტრაციის შეზღუდვას აპროტესტებენ

კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სერვისებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართვის შეზღუდვას აპროტესტებენ. …