მთავარი » ახალი ამბები » გუშინ საქართველოში აცრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – ვაქცინაცია 17 ათასზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა

გუშინ საქართველოში აცრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – ვაქცინაცია 17 ათასზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 2796 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ბოლო დღეების სტატისტიკასთან შედარებით მცირედით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. 

დადებითობის დღიური მონაცემი 6,71%-ია , ბოლო 14 დღის – 6,73%, ბოლო 7 დღის კი – 7%.

ბოლო 24 საათში ვირუსმა 17 ადამიანი იმსხვერპლა.

წინა პერიოდთან შედარებით, გუშნ აცრების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა  – ვაქცინაცია 17133 ადამიანმა ჩაიტარა. შესაბამისად, ქვეყანაში მინიმუმ ერთჯერადად უკვე 450026 მოქალაქეა ვაქცინირებული.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  5427 ადამიანი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში 1811.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენ ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს

საწოლფონდებთან დაკავშირებით ჩვენ პირველი ტალღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ ეს რესურსიც არის შეზღუდული, ჩვენ ვერ შევაგროვებთ …