მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » Henry’s Kitchen-ის თინუსი – ჯანსაღი საკვები კონსერვში

Henry’s Kitchen-ის თინუსი – ჯანსაღი საკვები კონსერვში

თანამედროვე ცხოვრებაში, როდესაც ადამიანები დაკავებულები არიან და ამავდროულად, ჯანსაღი საკვების მიღება უპირველესი პრიორიტეტია, სანდო მწარმოებლის მიერ გამოშვებული, დაკონსერვებული საკვები შეუცვლელი პროდუქტია. ის გვაძლევს შესაძლებლობას, კომპრომისი არ დავუშვათ ჩვენი ჯანმრთელობის მიმართ და ამავდროულად, საკვების მომზადება სწრაფი და მარტივი იყოს.

ერთერთი შეუცვლელი პროდუქტი კი თევზია, მათ შორის – თანამედროვე მსოფლიოში ძალიან პოპულარული თინუსი. მისი მოხმარება განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებში.

 

დიეტოლოგი ნატა გაგუა ამბობს, რომ თანამედროვე პირობებში, როდესაც ეკრანთან აქტიური ურთიერთობის გამო, ბავშვების თვალებს დიდი დატვირთვა აქვს, თევზის მოხმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ პროდუქტში შედის

ქოლესტერინის მინიმალური დონე – და ისიც სასარგებლო – და უამრავი ვიტამინი, მათ შორის B12. დიეტოლოგის რეკომენდაციაა, ბავშვებს თევზი მცირე ასაკიდან შევაყვაროთ და ეს პროდუქტი კვირაში 2-ჯერ მივცეთ.

რაც შეეხება პროდუქტის დაკონსერვებას, ნატა გაგუას თქმით, დღეს კონსერვირების ტექნოლოგიები ისე დაიხვეწა, რომ ვიტამინების დანაკარგი მინიმუმამდეა დაყვანილი.

მეტიც: მისი თქმით, ტექნოლოგიების წესის სრული დაცვის პირობებში, კონსერვირებულ პროდუქტში შესაძლოა იმაზე მეტი სასარგებლო ნივთიერება იყოს, ვიდრე – ცოცხლად შეძენილსა და ჩვენს მიერ დამზადებულში, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა პირობებში ინახებოდა თევზი.

ამასთან, მისი თქმით, დაკავებული ადამიანისთვის კონსერვი ძალიან მოსახერხებელია, რადგან საკვები უმარტივესად მზადდება და ორგანიზმი მაქსიმუმს იღებს.

„თინუსი კუნთებისთვის არის ნომერ პირველი – ვისაც სურს ქოლესტერინი არ მოემატოს და ჰქონდეს კარგი კუნთოვანი ქსოვილი, ესაა საუკეთესო პროდუქტი და უადვილესი მოსამზადებელი,“ – აღნიშნა დიეტოლოგმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს. ეს ეხება როგორც ბავშვს, ისე ზრდასრულს. თევზში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის თვისებაა, დაარეგულიროს სისხლის მოძრაობის სიჩქარე და შეამციროს არტერიული წნევა. ამერიკელ კარდიოლოგთა ასოციაციის კვლევები ამტკიცებს, რომ ომეგა-3 ს შეუძლია მოაწესრიგოს გულის დარღვეული რიტმულობა ანუ უმკურნალოს არითმიას.

თინუსი მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღ თევზადაა მიჩნეული, რადგან ცილებისა და ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების ყველაზე დიდი შემცველობით გამოირჩევა.

თინუსი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს. პროტეინები კი სხეულის „საშენი მასალაა“, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატურ ზრდას.

ზოგადად, თევზი კარგი მხედველობისთვის საჭირო ერთ-ერთი აუცილებელი პროდუქტია. კონკრეტულად თინუსის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები კი თვალის პრობლემების პრევენციის საუკეთესო გზაა. ის ასაკის მატებასთან ერთად მხედველობის დაქვეითებისგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თევზი ცხიმოვანი პროდუქტების კატეგორიას განეკუთვნება, ის საკმაოდ დაბალკალორიული საკვებია და დიდი რაოდენობით სასარგებლო პროტეინს შეიცავს. ომეგა 3 ასტიმულირებს ჰორმონ ლეპტინს, რომელიც მადას აბალანსებს. სწორედ ამიტომ თინუსი წონის რეგულირებაში დაგეხმარებათ.

თინუსი აძლიერებს იმუნიტეტსაც, რადგან შეიცავს ვიტამინ C-ს, თუთიასა და მაგნიუმს, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია.

თინუსის მოხმარების პოპულარობას და „მოდურობას“ ისიც განაპირობებს, რომ კვლევების თანახმად, მას ანტიდეპრესანტის თვისებებიც კი ახასიათებს. დეპრესიული ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა ქვეყნებში, სადაც თევზს ინტენსიურად მოიხმარენ, რადგან ის დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს. თევზის მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ადამიანის აქტიურ გონებრივ და ფიზიკურ მუშაობას და ამავდროულად კარგ გუნება-განწყობილებას განაპირობებს. თინუსი შეიცავს მაგნიუმსა და სელენს, რომლებიც საჭიროა ენერგიის აღსადგენად და განწყობის გასაუმჯობესებლად.

თინუსის ბავშვების კვების რაციონში არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მოქმედებს განწყობაზე და ეხმარება ტვინს უკეთ ფუნქციონირებაში.

თინუსის სასარგებლო თვისებების მაქსიმუმის მისაღებად საჭიროა, რომ სანდო მწარმოებელი და ხარისხიანი პროდუქტი შეარჩიოთ.

ერთერთი ასეთი ქართულ ბაზარზე „ჰენრის ქიჩენის“ პროდუქტია. ის რეკომენდებულია როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

თანამედროვე ცხოვრების რიტმი ბევრ ადამიანს საკვების მომზადებაზე დროს არ უტოვებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის წინაშე კომპრომისზე უნდა წავიდეთ. Henry’s Kitchen-ის პროდუქტები სწორედ ამ ორი ფაქტორის გაერთიანებაა: სადილის მომზადებას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება, ხოლო სადილი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანსაღი ელემენტებით გაჯერებულიც იქნება.

მსოფლიოში დაკონსერვებული პროდუქტების მოხმარება ძალიან აქტუალურია, ამიტომაც მარეგულირებელი ორგანოები მწარმოებლებისგან აქტიურად ითხოვენ, რომ ქილაში სასარგებლო თვისებები აუცილებლად უნდა იქნეს შენარჩუნებული. ბრენდი Henry’s Kitchen სწორედ ამ მიმართულებას მიჰყვება, მისი პროდუქცია საქართველოში 2015 წლიდანაა.

Henry’s Kitchen თინუსის სამი ვარიანტით არის წარმოდგენილი: თინუსი ზეითუნის ზეთში, თინუსი ზეთში და წყალში. პროდუქტი ქილებში დაჭრილი სახითაა მოთავსებული. კომპანია ზრუნავს იმაზე, რომ თითოეული ეს ქილა იყოს სასარგებლო, მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი.

იხილეთ ასევე

“მოლოდინი, რომ კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს”

მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს – რესპირაციული ვირუსების ბუნებიდან გამომდინარე, აცივების კვალდაკვალ, …