მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჰიპერტენზიის სკრინინგ კვირეული თბილისის ქუჩებში – „სერვიე“ 16-21 მაისს ჰიპერტენზიის უფასო კვლევებს მართავს

ჰიპერტენზიის სკრინინგ კვირეული თბილისის ქუჩებში – „სერვიე“ 16-21 მაისს ჰიპერტენზიის უფასო კვლევებს მართავს

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით თბილისის მასშტაბით ჰიპერტენზიის სკრინინგის დღეები გრძელდება, სკრინინგის კვირეული ჰიპერტენზიის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიის გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნებიფარგლებში იმართება და მიზანს არტერიული წნევის შემოწმება და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობა წარმოადგენს.

18 მაისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, მოძრავი სკრინინგ მანქანა თბილისის ქუჩებში იმოძრავებს და ამჯერად დიღომისა და დიდი დიღომის უბნებში გაჩერდება:

10:00-14:30 დიღმის მასივი კუნძულ ტექსელის სახელობის პარკის  მიმდებარედ)

15:00-19:00 დიდი დიღომი (მირიან მეფის ქუჩა #77-„გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორია)

 გელოდებით სკრინინგის კვირეულზე.
სრული განრიგი იხილეთ ბმულზე  https://bit.ly/3MlchLl

 უფასო კვლევის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება, რაც მოიცავს ადგილზე წნევის გაზომვას, კარდიოგრამის გადაღებას და ექიმთან კონსულტაციის გავლას. კვირეული 16 მაისს დაიწყო და 21 მაისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან Global Heart Hub ერთად უკვე მეოთხე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება.

საერთაშორისო კამპანიის მიზანს  ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,  არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის  მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს  დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან  გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

ინფორმაცია დაავადების შესახებ:

არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვასკულური სიკვდილობის  მთავარი მიზეზია მსოფლიოში.  იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა.  მაღალი წნევისგან გარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე,  როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.

ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ.  სწორედ ამიტომ,  მას  „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები.  ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც  კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს,  რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

იხილეთ ასევე

ძუძუს კიბოს მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ

#ნუგანგვასხვავებთ – თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში 28 ივნისს, 13:00 საათზე, ძუძუს კიბოს …