მთავარი » ჯანდაცვა » ჰუმანითი-ჯორჯია ქართულ ბაზარს პრეპარატების ფართო სპექტრს სთავაზობს
აუცილებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლი გაძლიერება, მონიტორინგი,რამდენად შეესაბამება ფარმაცევტულ ბაზარზე შემოტანილი პრეპარატების ხარისხი სტანდარტებს.

ჰუმანითი-ჯორჯია ქართულ ბაზარს პრეპარატების ფართო სპექტრს სთავაზობს

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი-ჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი-ჯორჯია ახალ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა. ჰუმანითი-ჯორჯია , ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.

კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ფატი ხალვაში ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას მიესალმება და დღევანდელ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას აფასებს:

„როდესაც ბაზარი მონოპოლიზებულია, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მოთამაშს შემოსვლა. ეს გამოიწვევს ხარისხის ზრდას და პარალელურად, ფასების დარეგულირებას. ფასების დარეგულირება კი ნიშნავს, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. დღეს პრეპარატები კატასტროფულად გაძვირებულია. ამიტომ, ჰუმანითი-ჯორჯიას ბაზარზე შემოსვლას მივესალმები, რაც ნადმვილად დროულია.

თუმცა აუცილებელია, განხორციელდეს მედიკამენტების ხარისხის კონტროლი გაძლიერება, მონიტორინგი, რათა მოხდეს შემოწმება, რამდენად შეესაბამება ფარმაცევტულ ბაზარზე შემოტანილი პრეპარატების ხარისხი სტანდარტებს. ეს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას ეხება, რომლებიც მედიკამენტების იმპორტს ახროციელებენ. კონტროლის გამკაცრებით გაიზრდება საზოგადოებაში ნდობა ჯენერიკების მიმართ“.

info9.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …