მთავარი » ჯანდაცვა » ჰუმანითი ჯორჯიამ ჭიათურის სამშობიაროში დაბადებული ჩვილების მშობლებს დედის დღე მიულოცა
დედის დღეს ჭიათურის სამშობიაროში დაბადებული ჩვილების მშობლებისთვის, ვეცადეთ ჩვენი მოკრძალებული საჩუქრითაც გაგვეხალისებინა - ნინო დარასელი.

ჰუმანითი ჯორჯიამ ჭიათურის სამშობიაროში დაბადებული ჩვილების მშობლებს დედის დღე მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის სამშობიარო სახლში დღეს დაბადებული ახალშობილების მშობლებმა ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიასგან“ საჩუქრად საბავშვო ეტლი და ჩვილის მოვლისთვის აუცილებელი საშუალებები მიიღეს.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო დარასელმა განაცხადა, ჰუმანიტარული აქციები კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

„დღეს სპეციალურად შევარჩიეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი. ჩამოვედით ჭიათურაში და შვილის გაჩენით მოგვრილი უდიდესი სიხარული, დედის დღეს ამ სამშობიაროში დაბადებული ჩვილების მშობლებისთვის, ვეცადეთ ჩვენი მოკრძალებული საჩუქრითაც გაგვეხალისებინა.

ჰუმანიტარული აქციები „ჰუმანითი ჯორჯიას“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა. ბაზარზე შემოსვლიდან საკმაოდ მცირე პერიოდის განმავლობაში, ჩვენი კომპანიისგან, ჰუმანიტარული დახმარების სახით, მედიკამენტები გადაეცათ გრიპის საწინააღმდეგო პროგრამაში ჩართულ დედაქალაქის კლინიკებს, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს (ყოფილი ონკოლოგიური კლინიკა), რესპუბლიკურ საავადმყოფოს, პედიატრიულ კლინიკას და საპატრიარქოსთან არსებულ ამბოლატორიულ ცენტრს. ცხადია, მსგავს აქციებს კომპანია მომავალშიც სისტემატურად განაგრძობს“, – აცხადებს დარასელი.

ჭიათურის სამშობიარო სახლის სამეანო–გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის ანდრო ფიფიას თქმით, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო დედის დღესთან დაკავშირებით „ჰუმანითი ჯორჯიას“ სტუმრობა. „დარწმუნებული ვარ, ეს სიურპრიზი დღეს ჩვენს სამშობიარო სახლში დაბადებული ჩვილების მშობლებს დიდხანს ემახსოვრებათ. ცხადია, გამოჩენილი ყურადღებისთვის კომპანიის მადლობლები ვართ“, – ამბობს ფიფია.

„ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახლახან შემოვიდა. კომპანიის მიერ იმპორტირებული კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ანტიფუნგალური, ანთების საწინააღმდეგო–ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, გასტროენტეროლოგიური, ანტიჰისტამინური და ანტიბიოტიკური ჯგუფების პრეპარატები, არსებულ ანალოგებთან შედარებით მინიმუმ 30%-ით იაფად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.

აღნიშნული ჯგუფების მედიკამენტებით უკვე მომარაგებულია ყველა მსხვილი სააფთიაქო ქსელი. კერძოდ: „ავერსი“, „იმპექს-ფარმა“, PSP, „სახალხო აფთიაქი“, „ფარმადეპო“, „ფარმსახლი“ და GPC.
როგორც „ჰუმანითი ჯორჯიაში“ აცხადებენ, გარდა 250–მდე დასახელების ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც.

კერძოდ, საპარტნიორო ფონთან თანაშრომლობით ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ქარხანა აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით და თანამედროვე სასაწყობო მეურნეობით.

kvira.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …