მთავარი » სოციალური » იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, 10 მარტს მშობელთა სკოლა გაიხსნება
იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, 10 მარტს მშობელთა სკოლა გაიხსნება.პედიატრები აქტუალურ თემებზე უფასო ღია გაკვეთილებს ჩაატარებენ.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, 10 მარტს მშობელთა სკოლა გაიხსნება

2016 წლის 10 მარტიდან იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მშობელთა სკოლა იხსნება. კლინიკის წამყვანი პედიატრები ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს მშობლებისათვის სხვადსხვა აქტუალურ თემებზე უფასო ღია გაკვეთილებს ჩაატარებენ.

სოციალური პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას კონკრეტული დაავადებებისა და გადაუდებელი მდგომარეობების შესახებ. სალექციო თემები წინასწარ არის განსაზღვრული და მშობლებს შესაძლებლობა აქვთ თავად აირჩიონ მათთვის საინტერესო გაკვეთილი.

შეიტყვეთ მეტი “მშობელთა სკოლის” შესახებ დღის შოუში. გადაცემის სტუმარია “მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” მთავარი ექიმი, პროფესორი ივანე ჩხაიძე.

Evex Medical Corporation

იხილეთ ასევე

4 წლის ნიკოლოზ ვეშაპიძეს კარდიომოსტოპია აქვს. გული მტკივაო უთხრა მშობლებს და უცებ რეანიმაციაში გადაიყვანეს. პატარას, სასწრაფოდ გულის გადანერგვა სჭირდება. მისი მდგომარება ყოველდღიურად ძალიან მძიმდება, რადგან, რამდენიმე დღის წინ, ინსულტი დაემართა.

4 წლის ნიკოლოზ ვეშაპიძეს სასწრაფოდ გულის გადანერგვა სჭირდება

4 წლის ნიკოლოზ ვეშაპიძეს კარდიომოსტოპია აქვს. გული მტკივაო უთხრა მშობლებს და უცებ რეანიმაციაში გადაიყვანეს. პატარას, სასწრაფოდ …