მთავარი » მსოფლიო » IMS Health-ი 2020 წლამდე, ე.წ. ჯენერიკების გამოყენებით, 98 მილიარდი ევროს ეკონომიას ელის
IMS Health-ის ექსპერტების განცხადებით, 98 მილიარდი ევროს ეკონომია დაფუძნებულია 8 ორიგინალურ ბიოპრეპარატზე. მათ შორის Humira (AbbVie) და Herceptin (Roche).

IMS Health-ი 2020 წლამდე, ე.წ. ჯენერიკების გამოყენებით, 98 მილიარდი ევროს ეკონომიას ელის

Reuters-ის ინფორმაციით, 2020 წლისთვის ე.წ ჯენერიკების გამოყენება შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში 98 მილიარდ ევრომდე ეკონომიას გააკეთებს.

MS Institute for Healthcare Informatics-ის ანგარიშის მიხედვით, თანხის დაზოგვა ექიმების განათლებასთან ერთად დამოკიდებული იქნება ასევე საბაზრო სტრატეგიაზე ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე იმუშავებს.

IMS Health-ის ექსპერტების განცხადებით, 98 მილიარდი ევროს ეკონომია დაფუძნებულია ძირითად 8 ორიგინალურ ბიოპრეპარატზე. მათ შორის არის Humira (AbbVie) და Herceptin (Roche). პროგნოზის მიხედვით, საშუალო ფასდაკლების ინდექსი 40% იქნება. 30%-იანი ფასდაკლების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 74 მილიარდი ევროს დაზოგვა და 20%-იანი კლების შემთხვევაში, 49 მილიარდი ევრო დაიზოგება.

ბოლო ორი წლის მანძლზე, ჯენერიკების ინდექსი მათ ანალოგებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

კოვიდ-19-ის სამკურნალო  აბებმა ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებელი გაანახევრა

Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტმა მოლნუპირავირმა, რომელიც ტაბლეტების სახით მზადდება, ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციისა  და გარდაცვალების რისკი 50%-ით შეამცირა. …